რიეტი
თუნუქის ქილაში მოთავსებული კრემოვანი სტრუქტურის მქონე ხორცის მასა. მიირთმევენ ცივად ან იყენებენ დაძენძილი ღორის ხორცის მსგავსი კერძის მოსამზადებლად.
რიეტს ღორის ხორცის ნელი მეთოდით ხარშვის შედეგად ვამზადებთ. პროდუქტი ხახვით, ნივრით, პილპილით, დაფნით და ქონდრითაა შეზავებული. ღორის ხორცის მხრის ნაწილის მთლიან ნაჭრებს ძვლიანად ვხარშავთ 20 საათის განმავლობაში, ცხიმთან, მთლიან ხახვებთან, ნიორთან, დაფნასთან, პილპილთან და ქონდართან ერთად. ცხიმს მხოლოდ ხარშვის დასრულების შემდეგ ვაცილებთ, დარჩენილ ხორცის მასას კი ვძენძავთ. შემდეგ, შეზავებულ მასას თუნუქის ქილებში ვათავებთ და ცხიმის დამცავ ფენას ვაფარებთ, საბოლოოდ კი სტერილურად ვხუფავთ. ასეთ მდგომარეობაში, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში ვინახავთ და ისიც, ნელ-ნელა, უფრო და უფრო მდიდარ საგემოვნო თვისებებს იძენს.
ჩვენს რიეტს მდიდრული, ხორცის გლუვი სტრუქტურა აქვს, განსაკუთრებით უხდება ცხელ ტოსტს, მწნილთან ერთად. რიეტს პასტას სოუსის ბაზადაც იყენებენ, იდეალურია მაყალზე შემწვარი ღორის სტეიკის გარნირად, სუნელებთან ერთად.