about საიდანაას
შესახებ
„საიდანაა“ ორგანული ხორცპროდუქტების
დელიკატესების ქართული საწარმოა, რომელიც
მშრალად დაძველებულ და დამარილებულ-
შენელებულ ხორცეულთან ერთად, ვაშლის
სიდრის და სხვა არტიზანული საკვების ფართო
არჩევანს გთავაზობთ.

ჩვენი ყველა პროდუქტი ქიმიური კონსერვანტების
გარეშე, ქართულ სოფლებში მდებარე
გარემოსდამზოგავ ფერმებში მზადდება.

ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ საქართველოში
სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ხელი
შევუწყოთ ახალგაზრდა თაობების მშობლიურ
სოფლებში დაბრუნების პროცესს.
story ჩვენი
ისტორია
„საიდანაას“ ისტორია 2017 წლიდან იწყება:
ლონდონელი ახალგაზრდა, სახელად ნათან მოსი,
კახეთს ეწვია და პარტნიორებთან ერთად ღორების
პატარა ფერმა გახსნა.

საქმიანობის პარალელურად, ნუკრიანის და
სიღნაღის მიმდებარე სოფლებში იმოგზაურა, იქაურ
ადგილობრივებს დაუმეგობრდა და დაარწმუნა,
საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის ნაცვლად,
საქართველოში დარჩენილიყვნენ და მიტოვებული
სოფლები ახლადდაარსებული ფერმებით
გაეცოცხლებინათ.

მდგრადი განვითარების ხედვის კვალდაკვალ, სულ
მალე, ორგანული ხორცპროდუქტების დელიკატესების
საწარმო და თბილისის ისტორიულ ცენტრში მდებარე
ბისტრო გაჩნდა.
კახეთი, საქართველო
farms ოთხი
ფერმა
დღეს ჩვენი პროდუქცია ოთხ ფერმაში
იწარმოება: ნადირაშვილების ოჯახი სოფელ
ნუკრიანში და სოფელ მაღაროში მდებარე
ფერმებს ხელმძღვანელობს, კოჭბაანის და
კისისხევის ფერმები კი ზაალიშვილების
ოჯახის დაქვემდებარებაშია.

ქართლის სოფელ მარანაში მიტოვებული
ბაღები განვაახლეთ და იქ მოყვანილი
ვაშლით სიდრს ვაწარმოებთ.
კახეთი, საქართველო
vision მდგრადი
განვითარების
ხედვა
ხორცეულის მომზადება და დაძველება ერთი
თვიდან რამდენიმე წლამდე დროს მოითხოვს,
სანამ ჩვენი დელიკატესები საბოლოო საგემოვნო
თვისებებს არ შეიძენს.

წარმოების ყველა პროცესი ნარჩენების
შემცირების გათვალისწინებით მიმდინარეობს:
სიდრის მომზადებისას მორჩენილი ვაშლი საკვებად
ჩვენს ღორების ფერმებში იგზავნება,
ხორცპროდუქტების ნარჩენები კი — კავკასიური
მურა დათვების და რუხი მგლების გადასარჩენად
დაარსებულ ზოოლოგიურ ცენტრში.

                    ყიდვა                                                                                arrow_forward

პროდუქტები

ჩვენ შესახებ
EN
                    ყიდვა                                                                                closed