სამცხვრე
2019 წლის რქაწითელი კახეთის სოფელ მელაანიდან.
ყურძენი ზღვის დონიდან 850 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ვენახშია დაკრეფილი, ფერმენტაცია და ყურძნის ქერქთან კონტაქტი კი უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში, 6 თვეს მიმდინარეობს. სასმელს პიკანტური სანელებლების და სხვადასხვა სახის ჩირის აკორდები დაჰკრავს, ახასიათებს მსუბუქი მჟავიანობა და საშუალო ტანის სტრუქტურა.