კურდღლის
და ფისტას
ტერინი
ტერინის დასამზადებლად, კურდღლის და ღორის ხორცს ვიყენებთ: კურდღლის ხორცს ძვლოვანი მასისგან ვანცალკევებთ, ვატარებთ და მცირე რაოდენობით ღორის ხორცს ვურევთ, წელის ნაჭერს კი ხელუხლებელს ვტოვებთ. ვაზავებთ ქონდრით, ნივრით, პილპილით და კამით. შემდეგ, ნაჭუჭიან ფისტას, კარამელიზირებულ ხახვს და ნიორს ვამატებთ. მიღებულ მასას, წელის ნაჭრებთან ერთად, ფენა-ფენა ვათავსებთ საცხობ ფორმაში და ვაკუუმის ტექნოლოგიით ვხარშავთ.
შემდეგ ეტაპზე, პროდუქტი მთელი ღამის განმავლობაში, ოდნავ დაპრესილ მდგომარეობაში ინახება.
„საიდანაას“ ტერინი საკმაოდ მსუბუქია, ხასიათდება მოტკბო და ცხარე ნოტებით. შეგიძლიათ, მიირთვათ როგორც სამხარზე, ასევე — ვახშამზე; ცალკე ან ხორცის სხვა დელიკატესების სელექციასთან ერთად. ძალიან უხდება ცხელ ტოსტსაც, მდოგვთან ერთად. უნივერსალური ხასიათის გამო, ჩვენი ტერინი იდეალური საპიკნიკე პროდუქტია!