ლარდო
ქონდრით, დაფნით, პილპილით და ღვიით შეზავებული, დაძველებული ღორის ქონი. დაძველების პროცესი, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობს.
ლარდოს დამზადებისას, ღორის ხორცის ზურგის ცხიმს ვიყენებთ: ვაცილებთ ხორცს და კანს, შემდეგ კი — ვაკუუმურ ტომარაში ვფუთავთ, სადაც დაპრესილ მდგომარეობაში, სულ მცირე, ექვს თვეს ატარებს, ზღვის მსხვილ კრისტალებიან მარილთან, ველურ ქონდართან, დაფნის ფოთლებსა და ღვიასთან ერთად. ლარდო, ერთი შეხედვით, სალას მოგაგონებთ, თუმცა მასზე ფაფუკია, ახასიათებს რბილი, კარაქოვანი სტრუქტურა და გამოკვეთილი მცენარეული არომატი: დაფნის და ქონდრის მკვეთრი გემო, მარილის ნაკბენთან ერთად, ლარდოს უნიკალურ საგემოვნო თვისებებს სძენს.
შეგიძლიათ, მიირთვათ ცალკე, უხდება ახლადდაჭრილ პამიდორს და საოცრად ამდიდრებს ომლეტის არომატს. ჩვენს ლარდოს ტოსტის ინგრედიენტადაც მოიხმარენ.
თუმცა, „საიდანაას“ ლარდოს მირთმევის განსაკუთრებული რეცეპტი აქვს: შემოახვიეთ ნიგოზს, ჩააწეთ კახურ მზესუმზირის ზეთში და ჩაიტკბარუნეთ ყელი ქარვის ღვინის ან ძლიერი გრადუსის მქონე ლუდის დალევისას!