რუმპეტო
დამარილებული და მშრალად დაძველებული ფილე
რუმპეტოს ძროხის ხორცის განსაკუთრებული ნაჭრებისგან — „რუმპისა“ და „სირლოინისგან“ ვამზადებთ. ხორცის ნაჭრებს ვამარილებთ და მცირე ხნის განმავლობაში დასაძველებლად ვანთავსებთ. მიიღება ოდნავ მოტკბო არომატის მქონე ლორი, რომლის სქელი ფენა ხორცს შეადგენს, თხელი ფენა კი — კარაქოვანი სტრუქტურის მქონე ცხიმს.
რუმპეტო მსუბუქი, პროშუტოს მსგავსი ლორია. შეგიძლიათ, პირდაპირ ხორცის დაფიდან მიირთვათ. იდეალურად ერწყმის, ასევე, პიცის არომატს და სასენდვიჩე ინგრედიენტადაც გამოიყენება.