Saperavi Salami საფერავის
სალიამი
შეზავებულია: ნივრით, პილპილით, ღვინით საფერავის სალიამი ღორის ბეჭის ნაჭრისგან მზადდება: საწყის ეტაპზე, ხორცს
ცხიმს ვაცილებთ და ვატარებთ, გატარებულ ხორცს კი ვაზავებთ ცხიმთან
80% (ხორცი) / 20% (ცხიმი) პროპორციით. მიღებულ მასას ვანაწილებთ და ვანელებთ
მარილით, ახალი ნივრით, მსხვილად დაფქული ქართული პილპილით და მეღვინეობა
„ხოხბის ცრემლების“ საფერავით. ამ მდგომარეობაში ხორცს მთელი ღამის
განმავლობაში ვაჩერებთ, რათა ფერმენტაციის პროცესები დაიწყოს. მეორე დღეს,
მას ძროხის ხორცის საშუალო ზომის სასოსისე გარსაცმებში ვათავსებთ და დუღილის
(ფერმენტაციის) გასაგრძელებლად, 72 საათის განმავლობაში, 22-გრადუსიან
ტემპერატურაზე ვკიდებთ.

შემდეგ ეტაპზე, პროდუქტი 12-გრადუსიან ტემპერატურაზე ინახება, ორიდან ექვს
თვემდე, საჭიროებისამებრ. საბოლოოდ, პიკანტური — ნივრის, პილპილის და
საფერავის მდიდარი არომატებით გაჯერებული სალიამი მიიღება.

ყიდვა


                    ყიდვა                                                   close

                    ყიდვა                                                   arrow_forward

პროდუქტები

ჩვენ შესახებ
EN