ლონზა
მშრალად დაძველებული ღორის ხორცი ქონდრით და წიწაკით
ლონზას ღორის ხორცის წელის მთლიანი ნაჭრებისგან ვამზადებთ. საწყის ეტაპზე, მასალას ვაცილებთ ძვლებს და კანს, შემდეგ — ვამარილებთ და პილპილით და ქონდრით ვაზავებთ. დაძველების პირველადი პროცესი ინდივიდუალურია: რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდს მოითხოვს. შემდეგ ეტაპზე, მასალა 12-გრადუსიან ტემპერატურაზე ინახება, ორიდან რვა თვემდე, საჭიროებისამებრ. საბოლოოდ, ვიღებთ პროდუქტს, რომელიც ორი ფენისგან შედგება: ხორცის თხელ, შეზავებულ ნაჭერს ცხიმის კარაქოვანი სტრუქტურის ფენა აგვირგვინებს.
ლონზა იდეალურია სენდვიჩისთვის. უხდება, ასევე, მსუბუქ ღვინოს და ლუდს.