Saperavi Salami ლონზა მშრალად დაძველებული ღორის ხორცი ქონდრით და წიწაკით ლონზას ღორის ხორცის წელის მთლიანი ნაჭრებისგან ვამზადებთ. საწყის ეტაპზე, მასალას ვაცილებთ ძვლებს და კანს, შემდეგ — ვამარილებთ და პილპილით და ქონდრით ვაზავებთ. დაძველების პირველადი პროცესი ინდივიდუალურია: რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდს მოითხოვს. შემდეგ ეტაპზე, მასალა 12-გრადუსიან ტემპერატურაზე ინახება, ორიდან რვა თვემდე, საჭიროებისამებრ. საბოლოოდ, ვიღებთ პროდუქტს, რომელიც ორი ფენისგან შედგება: ხორცის თხელ, შეზავებულ ნაჭერს ცხიმის კარაქოვანი სტრუქტურის ფენა აგვირგვინებს.

ლონზა იდეალურია სენდვიჩისთვის. უხდება, ასევე, მსუბუქ ღვინოს და ლუდს.

ყიდვა


                    ყიდვა                                                   close

                    ყიდვა                                                   arrow_forward

პროდუქტები

ჩვენ შესახებ
EN