40% გრენაშის და 40% სანსოს ნაზავი, 90-წლოვანი ვენახის მოსავლიდან. ვენახს უნიკალური მდებარეობა აქვს: ტერუარი, სადაც ის მდებარეობს, დიდი ზომის, ბრტყელი კირქვის კენჭებით სავსე ნიადაგითაა ცნობილი, რომელსაც მთლიანად კირქვის ფსკერი აქვს. სასმელის შემადგენლობის დანარჩენი 20% კი 40 წლის, ქვიშიანი ნიადაგით განთქმულ ვენახში გაზრდილი გრენაშ ბლონის, პიკპულის და კლერეტის ნაზავია. „ლევას“ დამზადებისას, ყურძენს 3 დღის განმავლობაში კანიანად აჩერებენ, შემდეგ — საწნახელში წურავენ და ჭურჭლებში ანაწილებენ, სადაც მთელ ზამთარს ინახება. სასმელი ხასიათდება ღრმა, სტრუქტურირებული ვარდის და ქარვის ნოტებით, ძლიერი მინერალური მჟავიანობით და სხეულიანობით, იდეალურად ერწყმის კალორიულ კერძებს. „ლევა“
2019 წლის მოსავალი რონიდან (საფრანგეთი).