კოპა
მშრალად დაძველებული ძროხის ხორცის კისრის ნაჭერი.
შეზავებულია: ღვიით, ჩაის ფოთლებით და პილპილით.
კოპას დასამზადებლად ღორის ხორცის კისრის ნაჭერს ვიყენებთ. ვაცილებთ ძვლოვან სტრუქტურას და ვტოვებთ კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილების ფენებს, რაც პროდუქტის ყოველ ნაჭერში ხორცის და ცხიმის იდეალურ ბალანსს ქმნის. მიღებულ მასას ვფუთავთ მარილთან, პილპილთან, ღვიასა და ქართული ჩაის ფოთლებთან ერთად და რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდის განმავლობაში ვაძველებთ. შემდეგ, ვკიდებთ და ვინახავთ 12-გრადუსიან ტემპერატურაზე, ორიდან რვა თვემდე, სანამ პროდუქტი საბოლოო საგემოვნო თვისებებს არ შეიძენს.
კოპას ღვიის მკვეთრი არომატი აქვს, რაც ალპური ტყეების ჰაერს მოგაგონებთ, ხორცის მდიდარი სტურქტურა კი გლუვი ცხიმით და ცხარე ნოტებითაა დაბალანსებული.