პანჩეტა
ბრტყელი ან დახვეული მშრალად დაძველებული ღორის ხორცის მუცლის ნაჭერი. შეზავებულია: პილპილით, ქონდრით და ღვიით.
პანჩეტას მომზადებისას, ღორის ხორცის მუცლის ნაჭერს ვიყენებთ: ვაცილებთ ძვლებს და კანს, მიღებულ მასას კი მარილით, ღვიით, გარეული ქონდრით და შაქრით ვაზავებთ. შემდეგ, მოცემულ ნაჭერს მრგვალად ვახვევთ და მჭიდროდ ვკრავთ. პროდუქტი ამ მდგომარეობაში ოთხიდან თორმეტ თვემდე ინახება, სანამ საბოლოო საგემოვნო თვისებებით არ გამდიდრდება.
პანჩეტას არომატი საკმაოდ კომპლექსური და მრავალფეროვანია. სპირალისებურად დახვეულ ხორცის და ცხიმის ფენებს არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ — საგემოვნო დატვირთვაც აქვს: პროდუქტის ბუნებრივ მდგომარეობაში ცხიმის ოდნავ მოტკბო არომატი შეზავებული ხორცის გემოს აბალანსებს. შეგიძლიათ, ჩვენი პანჩეტა ბეკონის პრინციპითაც შეწვათ: ამ შემთხვევაში, ცხიმი დადნება და დარბილდება, მლაშე გემო კი მეტად გამოიკვეთება.
პანჩეტა განსაკუთრებით უხდება პიცას, თუ მის ზედაპირზე ცხობის დასრულების შემდეგ მოათავსებთ: ცხიმის მასა ოდნავ შედნება და პიცაც გამორჩეულ არომატს შეიძენს.